ავტორი:

"30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა" - დაპირისპირება ანსამბლ "რუსთავში" : რას წერს მოცეკვავე, რომელმაც დასი დატოვა

"30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა" - დაპირისპირება ანსამბლ "რუსთავში" : რას წერს მოცეკვავე, რომელმაც დასი დატოვა

ანსამბლ "რუსთავს" მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი ტოვებს. მოცეკვავე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანსამბლის წარმომადგენლები მიერ მის მიმართ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებენ და უახლოეს მომავალში, ამის თაობაზე გარკვეულ ფაქტებსაც გაასაჯაროებს.

"სამწუხაროდ,, ვტოვებ ანსამბლ რუსთავს…მალე გავასაჯაროებ იმ ბინძურ ფაქტებს, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა. ბოროტი, შურიანი, ბოღმიანი და უნიჭო ადამიანების მიერ. მე მანდ უკვე აღარაფერი მესაქმება! ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო!… წავიდა და ყველა თავისკენ ექაჩება მის შექმნილს! 30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა. ბოდიში მაყურებელო, რომ სცენიდან ვერ დაგემშვიდობეთ. მადლობა იმ ხალხს, ვისთან ერთადაც სცენაზე ვიდექი! ბევრი რამის დაწერა მინდა… რთულია წერაც… მე ყოველთვის ვცდილობდი ანსამბლს რუსთავისთვის კარგი გამეკეთებინა და მისი სახელი არ შემერცხვინა… იმ ბინძურ ხალხს კი გეტყვით რომ მე სხვაგან ვარ ვერ დამეწევით… კიდევ ბევრს გავაკეთებ არ გავჩერდები, - წერს მძინარაშვილი.