ავტორი:

საქართველოს ნაკრების ლაღი ფეხბურთი, უპირატესობა და ორი გოლი მეტოქის კარში - ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მონტენეგროს ამარცხებს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ლაღი ფეხბურთი, უპირატესობა და ორი გოლი მეტოქის კარში - ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მონტენეგროს ამარცხებს (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი გოლი მეათე წუთზე გავიდა. გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შემდეგი გოლი 33-წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.