ავტორი:

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა მეორე ვაჟის მამა გახდა - "ჩვენი პატარა ბიჭი ადრიანი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში"

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა მეორე ვაჟის მამა გახდა - "ჩვენი პატარა ბიჭი ადრიანი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში"

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა მეორე ვაჟის მამა გახდა.

ახალშობილს ადრიანი დაარქვეს. სოციალურ ქსელში ფოტოები ხოჭოლავას უცხოელმა მეუღლემ იულია ხოჭოლავამ გამოაქვეყნა.

"ჩვენი პატარა ბიჭი ადრიანი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი გული სავსეა სიყვარულითა და მადლიერებით", - წერს იულია.

2020 წელს მაშინდელი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი "მის უკრაინის" კონკურსის ფინალისტზე იულია სიდორენკოზე დაქორწინდა. ეს ხოჭოლავასთვის მეორე ქორწინება გახლავთ.

პირველი ქორწილი სპორტსმენმა პარიზში გადაიხადა. პირველი რჩეულიც უკრაინელი იყო. მეორე ქორწილი უკრაინაში შედგა. მეუღლის გვარზე გადავიდა იულია და ახლა ქალი იულია ხოჭოლავაა. ქორწილიდან რამდენიმე თვეში წყვილს პირველი შვილი, ალექსანდრე შეეძინა.

დავით ხოჭოლავა 2021 წლიდან დანიის "კოპენჰაგენის“ მცველია.

წაიკითხეთ ასევე: