ავტორი:

პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ

პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ

10 ივნისიდან, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ გაყიდვაშია და მისი სპეციალური ღირებულება 10 ლარი იქნება. ეს გამოცემა არ არის მხოლოდ წიგნი, ის არის პორტალი ნიუ-იორკის ცხოვრების იდუმალ სამყაროში, რომელიც გამსჭვალულია საიდუმლოებითა და ფილოსოფიით. სამი რომანი, გაერთიანებული საერთო პერსონაჟებითა და ატმოსფეროთი, მოთხრობილია პირველ პირში და ქაოსურ მეტროპოლიაში საკუთარი თავის, მიზნისა და ადგილის ძიებაზე გვიყვება.

„ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი" აერთიანებს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის.

სამი, სხვადასხვა დროს დაწერილი რომანის კრებული 1987 წლიდან მოყოლებული, ერთ წიგნად გამოიცემა. წიგნი ქართულ ენაზე ახლახან, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის შექმნის იდეა ახალი მკითხველის ინტერესების გამოსავლენად და საინტერესო სერიის შესაქმნელად დაიბადა. სერიის ფარგლებში უკვე გამოსულია: ანე ფრანკის „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“; მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“; ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“; კაზუო იშიგურუს „არასოდეს გამიშვა“. პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სერიის მეხუთე წიგნია.

სერიის მეხუთე წიგნის ან სრული სერიის წინასწარ სპეციალურ ფასად გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან ან ტელეფონის ნომერზე: 0322470045.

R