ავტორი:

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა

გასულ კვირას, ინდონეზიაში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოთხი შვილის დედა, ფარიდა, ადგილობრივ ბაზარში წავიდა, საიდანაც ის გაუჩინარდა.

როდესაც ქალი საღამოს სახლში არ დაბრუნდა, მეუღლემ, სახელად ნონიმ ადგილობრივებთან ერთად ცოლის მოძებნა დაიწყო. მოხალისეებისგან შემდგარმაჯგუფმა ტყეში გიგანტური პითონი იპოვეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.

მამაკაცებმა ქვეწარმავალი ადგილზე მოკლეს და მუცელი მაჩეტეთი გაუჭრეს. სამწუხაროდ ქალი გველის ნაწლავში იპოვეს. როგორც ჩანს, პითონმა ჯერ ფეხზე უკბინა, შემდეგ დაახრჩო და მთლიანად გადაყლაპა.

მედიაში შემთხვევის ადგილიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ამოიღეს ფარიდას ცხედარი პითონის მუცლიდან.

  • კაცის თქმით, იმ დღეს ცოლი ბაზარში მარტო რომ არ გაეშვა, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა. ვწუხვარ ჩვენი ოჯახის გამო", - ამბობს გარდაცვლილის ქმარი.

"ჩვენს სოფელში მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. ყველა გავაფრთხილეთ, რომ ფრთხილად იყვნენ ტყეში გავლისას. ქალებს აუცილებლად უნდა ახლდეს ვინმე...“ - ამბობს მედიასთან სოფლის რწმუნებული.

ინდონეზიაში ველური პითონების დიდი პოპულაცია ცხოვრობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ურბანული განვითარება ხელს უწყობს, რომ ქვეწარმავლები უსაშველოდ გაიზარდონ.

პითონის მიერ ადამიანის შეჭმის ბოლო შემთხვევა ასევე ინდონეზიაში 2022 წელს მოხდა. მაშინაც მსხვერპლი ქალი იყო. 54 წლის ჯაჰრა, ჯამბის პროვინციაში პლანტაციაში მუშაობისას გაუჩინარდა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივებმა გიგანტური პითონი იპოვეს, რომელიც ხეებს შორის იწვა და მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.

წაიკითხეთ ასევე: