ავტორი:

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ბორტზე კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ბორტზე კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა

მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მალავის მთავრობა ავრცელებს.

  • "საავიაციო სამსახურების ყველა მცდელობა კონტაქტი დაემყარებინათ თვითმფრინავთან, რომელიც რადარებიდან გაქრა, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რადარებიდან გაქრა, მალავის ვიცე-პრეზიდენტ საულოს ჩილიმასთან ერთად კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა.

მალავის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ რეგიონულ და ეროვნულ ძალებს თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დასადგენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება უბრძანა.