ავტორი:

“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტოსთან ერთად, ბლოგერი და ასევე სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს.

“შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ.“- წერს სალომე ბარკერი.

როგორც ცნობილი ხდება, ზუკა ბერძენიშვილი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.

ბლოგერი შემთხვევას საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ, “ფეისბუქზე“ გავრეცელებულ პოსტს უკავშირებს, რომელშიც პაპუაშვილი წერს, რომ სხვა აქტივისტებთან ერთად, ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავს, მათ შეურაცხყოფს და ემუქრება:

“მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

იხილეთ ასევე: