ავტორი:

რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"წვრთნების დროს არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნების საკითხები შემუშავდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული წვრთნების მიზანს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად შეიარაღებული ძალებისა და აღჭურვილობის მზადყოფნის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ცნობისთვის, წვრთნების პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო და იგი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ტარდება.