ავტორი:

მოასწარი "ნიუიორკული ტრილოგიის" ფასდაკლებით შეძენა

მოასწარი "ნიუიორკული ტრილოგიის" ფასდაკლებით შეძენა

თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“, კიდევ გაქვთ შესაძლებლობა ის სპეციალურ ფასად იყიდოთ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად წიგნის სპეციალური ფასი 10 ლარია. აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

როდესაც საქმე თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას ეხება, პოლ ოსტერის სახელი აუცილებლადაა ნახსენები ტოპ 5-ეულ მწერლებში. მისი წიგნი - "ნიუიორკული ტრილოგია" მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ლიტერატურული ნაწარმოებია. თუმცა, საქართველოში ეს წიგნი პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. ქართულ ენაზე პირველად გამოიცა წელს, პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

„ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი" აერთიანებს და ის მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. თითოეული, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანია, თუმცა ამბიდან ამბავში ნაცნობი სიუჟეტები, ადგილები, ლიტერატურული სახეები და მისტიკა დაგვყვება, რაც ნაწარმოებს ერთგვარი იდუმალებით მოსავს და მკითხველს უფრო და უფრო მეტ კითხვას უჩენს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის. ნიუ-იორკიც ერთიანი პირობითი სამყაროს ცენტრი შეშლილობამდე მისული, არარეალური, მეტაფიზიკური ქალაქია... აქ არსებული სივრცითი და დროითი საზღვარი კი დარღვეული. ამ ამბავში ასეც ხდება: პერსონაჟი იტყვის, მეგონა, თვითონ მითვალთვალებდა, მაგრამ, სინამდვილეში, კვალში მე ჩავუდექიო.

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში უკვე გამოსულია: ანე ფრანკის „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“; მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“; ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“; კაზუო იშიგურუს „არასოდეს გამიშვა“. პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სერიის მეხუთე წიგნია.

სერიის მეხუთე წიგნის ან სრული სერიის წინასწარ სპეციალურ ფასად გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან ან ტელეფონის ნომერზე: 0322470045.

R