ავტორი:

"ჩინეთში ოთხ ამერიკელ მასწავლებელს დანით თავს დაესხნენ" - Reuters

"ჩინეთში ოთხ ამერიკელ მასწავლებელს დანით თავს დაესხნენ" - Reuters

ჩინეთში ოთხ ამერიკელ მასწავლებელს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აიოვას შტატის კორნელის კოლეჯის ოთხ მასწავლებელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჯილინის ერთ-ერთი პარკში თავს დანით დაესხნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი იზოლირებული ინციდენტი იყო.

„პოლიციამ დაადგინა, რომ შემთხვევა იზოლირებულია. მიმდინარეობს შემდგომი გამოძიება. ინციდენტი ჩინეთ-აშშ-ის ხალხთა შორის ურთიერთობის ნორმალურ განვითარებაზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა.