ავტორი:

20 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტის ფარგლებში გიმასპინძლებთ

20 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტის ფარგლებში გიმასპინძლებთ

20 ივნისს ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტს.

ლიზი ამჟამად, სწავლობს Texas Christian University-ის მაგისტრატურაში. პირველი საერთაშორისო პრემია მან 11 წლისამ დაიმსახურა, 2012 წელს რომში გამართულ მოცარტის კონკურსზე.

ლიზიმ ასევე მოიპოვა I პრემია მალტას საერთაშორისო კონკურსზე - Valletta International Piano Competition. 2018 წელს კი აირჩიეს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის - Vienna International Pianists-VIP Academy.

2022 წლის ივნისში ლიზი მიიწვიეს და აირჩიეს ასეულ აპლიკანტს შორის ფესტივალზე: XII Katowice International Piano Masterclasses, კატოვიცე,პოლონეთი. 2023 წლის ოქტომბერს კი ლიზიმ აიღო I პრემია საერთაშორისო კონკურსზე MTNA.

პროგრამაშია:

  • ფ.შოპენი - 24 პრელუდი თხზ.28
  • ფ.შოპენი - საფორტეპიანო კონცერტი თხზ.21 N. 2 - ფა მინორი

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

R