ავტორი:

რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი

რომანი ერთგულ ფანთან, ქალიშვილი, რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება - როგორ ცხოვრობს სცენის მიღმა თურქი ვარსკვლავი ტარკანი

ცნობილი თურქი მომღერალი ტარკანი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშია პოპულარული. გამონაკლისი არც საქართველოა, წლების წინ, ტარკანის ჰიტების ტალღამ ქართველებსაც გადაუარა.

  • ის მუდმივად ავსებს დარბაზებს, აქვს ნიჭი, ენერგიით დამუხტოს მილიონობით აუდიტორია. 2000-იან წლებში თურქმა შემსრულებელმა მსოფლიოს არაერთი სტადიონი შეავსო. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ ტარკანზე, როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და რატომ არ ჩანს ძველებურად მომღერალი.

1972 წლის 17 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ალზეიში, ტევეტოღლუს ოჯახში ბიჭი დაიბადა. მშობლებმა, ალიმ და ნეშემ სახელად ტარკანი დაარქვეს, 60-იან წლებში თურქეთში პოპულარული წიგნის გმირის პატივსაცემად. მომღერლის მეორე სახელი, ჰუსამეთინი, ნიშნავს "ბასრ ხმალს", რადგან მისი ბაბუა რუსეთ-თურქეთის ომის გმირი იყო.

ორსულობის დროს დედა ავარიაში მოჰყვა და კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ტარკანის დაბადებას საფრთხე შეექმნა. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ორსულობის შეწყვეტას, მამა თითქმის დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს. მამა ამბობდა, რომ გადაფიქრების მიზეზი წინასწარმეტყველური სიზმარი იყო.

ბიჭის დიდი ბებია-ბაბუა ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ. მშობლები ეკონომიკური კრიზისის დროს გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ტარკანი დაიბადა, მაგრამ 1986 წელს ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. მამამ და უფროსმა ძმებმა სამუშაო იპოვეს, ბიჭმა კი სწავლა გააგრძელა. სკოლის პარალელურად მუსიკალურ განათლებასაც იღებდა, ხოლო დასრულების შემდეგ, სტამბოლის მუსიკალურ აკადემიაში ჩაირიცხა. ამ დროს მას არავინ იცნობდა და იძულებული იყო თანხის სანაცვლოდ ქორწილებში ემღერა. 1995 წელს მომღერლის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

მალე დედა ისევ დაქორწინდა. იმავე წელს ტარკანი ჯარში გაიწვიეს. სამწლიანი გადავადების შემდეგ, მან თურქეთი დატოვა. როდესაც ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის საშუალებითაც შეეძლო მხოლოდ 28 დღე ემსახურა ჯარში, სამშობლოში დაბრუნდა.

  • მუსიკალური კარიერა

ტარკანი თავის დაბადების ადგილს, გერმანიას ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს İstanbul Plak ეტიკეტის დირექტორს, მეჰმეთ სოიუტულუს შეხვდა, რომელმაც მომავალ ვარსკვლავში დიდი პერსპექტივა, ნიჭი და ქარიზმა დაინახა. ბიზნესმენის წყალობით, ტარკანმა პირველი ალბომი "Yine Sensiz" გამოუშვა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. პირველი დისკის წარმატებას მეორე ალბომი მოჰყვა. მალევე დაიწყო მისი პირველი უცხოური ტურნე.

თავიდან ტარკანს ძირითადად, მიგრანტ ოჯახებში დაბადებული თურქი თინეიჯერები უსმენდნენ, მალე ევროპელი მსმენელიც შეემატა.

მესამე ალბომი სახელწოდებით "კარმა" 2001 წელს გამოვიდა. ტრიუმფი შედგა და ევროპაში 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომში შედიოდა ისეთი პოპულარული სინგლები, როგორიცაა "Kuzu-Kuzu" და "Hüp". ტარკანი გახდა ვარსკვლავი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ფანკლუბებით, ევროპასა და მექსიკაში. 2002 წელს, თურქეთში გამართული ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტარკანი არა მხოლოდ გახდა ამ მოვლენის მთავარი თილისმა, არამედ თავად დაწერა გულშემატკივართა ჰიმნი. 2003 წელს მომღერალმა გამოუშვა მინი ალბომი "Dudu" საკუთარ ლეიბლზე HITT Music. შემდეგი ორი ალბომი, "Metamorfoz" და "Adımı Kalbine Yaz", რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. თავისი ბოლო ალბომისთვის ტარკანმა მიიღო თურქეთის მუსიკალური ჯილდო ოთხ კატეგორიაში.

  • ახალი ათასწლეულის დასაწყისში სიმღერამ "Şımarık" მას ევროპული პოპ-მუსიკის მთავარი შემსრულებლის ტიტული მოუტანა. სიმღერა "Dudu" კი ევროპა პლუსის ჩარტში 18 კვირის განმავლობაში დარჩა. მაგრამ მსმენელისთვის ტარკანის მთავარი ჰიტი იყო სიმღერა "Şıkıdım".

ნარკომანია და წარუმატებლობა

ტარკანმა დაიწყო თანამშრომლობა თურქ კომპოზიტორ სეზენ აქსუსთან, გაემგზავრა ნიუ-იორკში ინგლისური ენის შესასწავლად და თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომის ჩასაწერად. დაიწყო მუშაობა თურქ-ამერიკელ ბიზნესმენთან და Atlantic Records-ის ლეიბლის დამფუძნებელ აჰმეტ ერტეგუნთან. თუმცა ტარკანმა ინგლისურენოვანი ალბომის გამოშვება მხოლოდ 2006 წელს შეძლო, როცა ერტეგუნი უკვე გარდაცვლილი იყო. ალბომი არ აღმოჩნდა წარმატებული. თურქეთში გაყიდვების რიცხვმა 110 ათასი ეგზემპლარი შეადგინა.

2007 წელს ტარკანმა გამოუშვა ალბომი თურქულ ენაზე სახელწოდებით "Metamorfoz", მაგრამ წარუმატებლობა გრძელდებოდა. 2010 წლის თებერვალში ტარკანი, თურქული შოუბიზნესის რამდენიმე სხვა წარმომადგენელთან ერთად, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. მომღერალი მეგობრის ვილაში იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შეიჭრა. მათი თქმით, დაკავებულები უკანონო ნივთიერებებს მოიხმარდნენ.

მოგვიანებით, როგორც პოლიცია ირწმუნებოდა, ნარკოტიკული ნივთიერებები ტარკანის სახლშიც აღმოაჩინეს. მაშინ თურქული მედია წერდა, რომ მომღერალმა აღიარა, რომ პერიოდულად ნარკოტიკს მოიხმარდა და სარეაბილიტაციო კურსის გავლაზე დათანხმდა. საბოლოოდ, მომღერალი გაათავისუფლეს.

2017 წლიდან ტარკანმა ახალი ჰიტების ჩაწერაზე უარი თქვა, მაგრამ სცენაზე გამოსვლა ძველი ჰიტებით გააგრძელა. 2022 წლიდან განაახლა საკონცერტო ტურნე მთელი თურქეთის მასშტაბით. მან ასევე გამოუშვა რამდენიმე ახალი სიმღერა: მათ შორის, Geccek და Yap bi guzellik.

  • მომღერლის პირადი ცხოვრება

გარეგნობის წყალობით ტარკანს გამოჩენის დღიდან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. პოპულარობის პიკზე იყო, როდესაც მედიამ დაწერა, რომ მომღერალი გეი იყო. საბოლოოდ, ეს მხოლოდ ჟურნალისტების მიერ შეთხზული ჭორი აღმოჩნდა. მომღერალი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ქორწინების, მოსწონდა მარტო ცხოვრება და ამ თავისუფლებით ტკბობა.

ტარკანი და ბილგე ოზთურქი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად. გოგონა ადვოკატად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი როკ ჯგუფში მღეროდა. 2008 წელს წყვილი დაშორდა.

ტარკანი და ბილგე ოზთურქი

2011 წელს 39 წლის ტარკანმა რომანი დაიწყო თავის ერთგულ ფანთან პინარ დელეკთან, რომელიც იმ დროს 24 წლის იყო. ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი ქალიშვილი, ლეა შეეძინათ. ტარკანი იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. სოციალურ ქსელებში არც მისი მეუღლე არ აქტიურობს. მომღერალს ქალიშვილი საჯაროდ არასდროს გამოუჩენია. ცნობილია, რომ ისინი სტამბოლში, მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ.

  • ტარკანი ახლა

თავისუფალ დროს ტარკანი მებაღეობით არის დაკავებული. დაკავებულია აქტიური სპორტით. მუსიკის გარდა, მომღერალს რამდენიმე ბიზნესი აქვს: ის აწარმოებს სუნამოებს და სადღესასწაულო ტანსაცმელს მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.

2023 წლის თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს ტარკანმა 1 მილიონი ლირა გადაურიცხა მსახიობ ჰალუკ ლევენტის ფონდს, რომელმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარკანი ქველმოქმედებით არის დაკავებული - 90-იან წლებში იზმირის მიწისძვრის შემდეგ მან 16 000 დოლარი გაიღო დაზარალებულთა დასახმარებლად.

ტარკანი ასევე ჩართულია გარემოსდაცვით საქმიანობაში. თუმცა მისი გულწრფელობის ნაკლებად სჯერათ და თურქეთში ამბობენ, რომ მისი საქმიანობა ეკოლოგიის სფეროში მხოლოდ პიარის ნაწილია.