ავტორი:

"თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე..." - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვას

"თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე..." - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვას

"თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

კერძოდ, ახალგაზრდამ პრეზიდენტს ჰკითხა: "25 აპრილს ევროკაშირმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ითხოვდნენ რუსული კანონის უკან გაწვევას და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აპირებთ თუ არა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი ევროპასთან დასაახლოებლად და შეიწყალოთ პრეზიდენტი სააკაშვილი?“.

"თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.