ავტორი:

ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე

ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე

ჟორჟ სიმენონი, ბელგიელი მწერალი, რომელიც ცნობილი გახდა კომისარ მეგრეს შესახებ დეტექტიური რომანებით, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა გაგებით.

ჟორჟ ჟოზეფ კრისტიან სიმენონი დაიბადა 1903 წლის 13 თებერვალს ლიეჟში (ბელგია). ადრეული ასაკიდანვე იჩენდა ინტერესს ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართ, რის გამოც ადგილობრივ გაზეთებში მუშაობდა. 19 წლის ასაკში სიმენონი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და მწერლის კარიერა დაიწყო. პირველი ნამუშევრები სხვადასხვა ფსევდონიმით დაწერა და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო საკუთარი სახელით წიგნების გამოცემა.

კომისარი მეგრე: ლეგენდის დაბადება

კომისარ მეგრეს შესახებ პირველი რომანი, პიტერ ლატვიელი (1931), მსოფლიო ლიტერატურაში დეტექტიური რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის დასაწყისი იყო. მეგრე მშვიდი და გამჭრიახი დეტექტივის განსახიერება, ევროპელი დეტექტივის სიმბოლოდ იქცა. მისი კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ბუნებისა და გარემოს ღრმა გააზრებაზე, განასხვავებს სიმენონის ნამუშევრებს კლასიკური დეტექტიური ისტორიებისგან ლოგიკასა და ანალიზზე აქცენტით.

სიმენონმა შექმნა 70-ზე მეტი რომანი და მრავალი მოთხრობა კომისარ მეგრეს შესახებ, რომლებიც ითარგმნა ათეულობით ენაზე და არაერთხელ იქნა ეკრანიზებული, თუმცა, მწერლისთვის მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ ამ სერიას არ მოუტანია.

ჟორჟ სიმენონმა დაწერა 400-ზე მეტი რომანი და მოთხრობა, რომელთაგან ბევრი გამოიცა ფსევდონიმებით. მისი ნამუშევრები მოიცავს ჟანრის ფართო სპექტრს: დეტექტიური მოთხრობებიდან ფსიქოლოგიურ დრამებამდე. მის შემოქმედებაში მთავარია ადამიანი და მისი შინაგანი სამყარო. სიმენონმა ოსტატურად აღწერა თავისი პერსონაჟების ფსიქოლოგია, მათი მოტივები და გამოცდილება, რამაც მისი ნამუშევრები ღრმა და რეალისტური გახადა.

სიმენონი იყო არა მხოლოდ ნაყოფიერი მწერალი, არამედ მძიმე ბედის მქონე ადამიანი. მისი პირადი ცხოვრება სავსე იყო თავბრუდამხვევი რომანებითა და სკანდალებით, რაც უცვლელად აისახა მის ნამუშევრებში. მწერალი ორჯერ იყო დაქორწინებული და რამდენიმე შვილი ჰყავდა. მან იცხოვრა დიდხანს, სავსემ როგორც შემოქმედებითი წარმატებებით, ასევე პირადი ტრაგედიებით.

სიმენონს ჰქონდა თანაგრძნობისა და ადამიანის სულის ყველაზე ფარულ კუთხეებში შეღწევის იშვიათი უნარი. მისი ნამუშევრები ხშირად ეხება გაუცხოების, მარტოობისა და ეგზისტენციალური კრიზისების თემებს.

ჟორჟ სიმენონი გარდაიცვალა 1989 წლის 4 სექტემბერს და დატოვა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი ნამუშევრები დღესაც გამოიცემა და მწერლის წვლილი ლიტერატურაში მთელმა მსოფლიომ აღიარა. კომისარი მეგრე გახდა დეტექტიური ჟანრის სიმბოლო, თავად სიმენონი კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და საყვარელი ავტორი.

კომისარი მეგრე ქართულად

24 ივნისიდან, ახალი სერია დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის საუკეთესო რომანები, რომელთა მთავარი გმირია კომისარი მეგრე, 10 ტომეულად ქართულ ენაზე გამოიცემა. გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის ფარგლებში გამოსცემს: პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან; ყვითელი ძაღლი; ბერჟერაკელი შეშლილი; სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები; მეგრეს ჩანაწერები; მეგრე და ზარმაცი ქურდი; მეგრე ქალაქ ვიშიში; მეგრეს მრისხანება; მეგრე და მარტოხელა კაცი და მეგრე და ბატონი შარლი.

წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარი იქნება, 15 ლარის ნაცვლად.

R