ავტორი:

სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს: "გილოცავთ რუსეთის დღეს..." - რას წერს ტიგრან ხზმალიანი

სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს: "გილოცავთ რუსეთის დღეს..." - რას წერს ტიგრან ხზმალიანი

სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

ხზმალიანი საქართველოში ერთდღიან საქმიან ვიზიტს გეგმავდა. მისი თქმით, იგი სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს.

"გილოცავთ რუსეთის დღეს..." - წერს იგი ფეისბუქზე.

ხზმალიანი აქტიურად ემხრობა სომხეთის CSTO-დან გასვლასა და ევროკავშირში გაწევრიანებას. "უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს "სომხეთის ევროპულმა პარტიამ“ მხარი დაუჭირა "ქართველი ხალხის ბრძოლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიისთვის“.

წყარო

ასევე იხილეთ: