ავტორი:

პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის

პაპარაცებმა ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს - რა ხდება "ბენიფერს" შორის

განქორწინებასთან დაკავშირებული ჭორების შემდეგ, ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად დააფიქსირეს. ჯენიფერ ლოპესი კი დღეს ქალიშვილთან ერთად შოპინგში ატარებდა. მომღერალი პაპარაცებმა ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში შენიშნეს.

აფლეკი და ლოპესი ბოლოს ერთად მათი მილიონ დოლარად შეფასებული სახლის წინ ნახეს. როგორც ცნობილია, წყვილი ქონების გაყიდვას გეგმავს. მათ წარმომადგენლებს განქორწინებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ცოტა ხნის ინ, 54 წლის ჯენიფერი ახალი ფილმის პრესკონფერენციას ესწრებოდა, რომელიც მეხიკოში შედგა, მომღერალს რეპორტიორმა ჰკითხა: "თქვენი და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ ჭორები სიმართლეა? რეალურად რა ხდება?"

ლოპესმა ასეთი კითხვის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, სახე შეეცვალა, სავარძელში წამოიწია და რეპორტიორს მიმართა: "ეს არ გეკადრებათ".

ლოპესსა და აფლეკს მათი განქორწინების შესახებ მოარულ ხმებზე კვლავ არ სურთ საჯაროდ საუბარი. ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად, თავს არიდებს პრესასთან საუბარს და ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭდის გარეშე უკვე არაერთხელ შენიშნეს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის ნგრევის შესახებ ჭორები მაშინ დაიწყო, როცა 2024 წლის 6 მაისს გამართულ Met Gala-ზე ჯეილო მარტო გამოცხადდა. მოგვიანებით, ის ინფორმაციაც გაჟღერდა, რომ ბენი მისგან განცალკევებით, საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. კიდევ ერთი სიახლე, რამაც მედიის ყურამდე მიაღწია, ისაა, რომ ჯენიფერ ლოპესი თავადაც ახალი საცხოვრებლის ძიებაშია.

წყარო