ავტორი:

ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა: განადგურებულია ხეხილი და ვენახები

ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა: განადგურებულია ხეხილი და ვენახები

კახეთში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაზიანებულია ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფელ იყალთოში,რუისპირსა და ვარდისუბანში.

ამ ეტაპზე, უცნობია, ზარალის ოდენობა, თუმცა ფერმერები ვარაუდობენ,რომ 15 - წუთიანმა სეტყვამ ძირითადად მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები და ვენახების ნაწილი დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვითარებას ეცნობა.