ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობა და გეგმა, რომელიც ქილერს ჩაუვარდა: დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს 44 წლის ამერიკელ ქალს, რომელიც ინგლისში დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩავიდა

შეკვეთილი მკვლელობა და გეგმა, რომელიც ქილერს ჩაუვარდა: დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს 44 წლის ამერიკელ ქალს, რომელიც ინგლისში დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებს ამერიკელ ქალს, რომელიც ინგლისში დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩავიდა. როგორც ცნობილია, 44 წლის ეიმე ბეტრო ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელმა სიკანდერ ალიმ თავისი კონკურენტის, მუჰამედ ასლამისა და მისი ვაჟის, მუჰამედ ნაზირის მოსაკლავად დაიქირავა.

ბეტრომ მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დანაშაული ბირმინგემში მოხდა, თუმცა ასლამიც და მისი ვაჟიც უვნებლები გადარჩნენ. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალს ჰიჯაბი ეკეთა. იგი შეერთებულ შტატებში წარუმატებელი მკვლელობის მცდელობიდან ორი დღის შემდეგ დაბრუნდა.

დასავლეთ მიდლენდის პოლიციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბეტროს ძებნა ამ დრომდე გრძელდება. დაკავებულია მკვლელობის დამკვეთი, ბიზნესმენი სიკანდერ ალიც - მისი სასჯელი ცნობილი 9 აგვისტოს გახდება. პოლიციის განცხადებით, ბეტრო დანაშაულის ადგილზე მანქანით მივიდა და მუჰამედ ასლამის მიმართულებით გაისროლა, თუმცა იარაღი გაიჭედა და დამნაშავე გაიქცა.

წყარო