ავტორი:

"რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია" - რა ინფორმაციას ავრცელებს შვედეთის შეიარაღებული ძალები?

"რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია" - რა ინფორმაციას ავრცელებს შვედეთის შეიარაღებული ძალები?

რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ორი შვედური გამანადგურებელი დახვდა, - ამის შესახებ შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.

შვედეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ SU-24 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გაფრთხილება მისცეს, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგაც მასთან შესახვედრად Gripen-ის ტიპის ორი შვედური გამანადგურებელი გაგზავნეს.

„რუსეთის ქმედებები მიუღებელია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობას აჩვენებს“, - განაცხადა შვედეთის საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა გახდა.