ავტორი:

მსოფლიოს პირველი მილიარდერი, რომლის ქონება მის 200 შთამომავალზეა განაწილებული

მსოფლიოს პირველი მილიარდერი, რომლის ქონება მის 200 შთამომავალზეა განაწილებული

როდესაც ფიქრობთ ამერიკელ მილიარდერებზე, ალბათ, დღეისთვის ცნობილ ადამიანებს წარმოიდგენთ, მათ შორის, ჯეფ ბეზოსს, ბილ გეითს და ა.შ. თუმცა, ამერიკის პირველი მილიარდერი რეალურად იყო ჯონ დ. როკფელერი, ნავთობგიგანტის დამფუძნებელი, რომელსაც ჰქონდა 400 მილიარდი დოლარის ექვივალენტის ქონება.

როკფელერების ოჯახი დღესაც რჩება Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი ოჯახების სიაში. საინტერესოა, როგორ ააგო ჯონ დ.-მ თავისი გასაოცრად მომგებიანი იმპერია ძალიან რთული ბავშვობის შემდეგ და რა გააკეთა მან თავისი უზარმაზარი სიმდიდრით.

დასაწყისი

ჯონ როკფელერი 1839 წელს, ნიუ-იორკში, მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ბილი თაღლითი იყო: მოგზაური, რომელიც აცხადებდა, რომ შეეძლო კიბოს განკურნება და იშვიათად იყო სახლში. ცნობილია, რომ მის ცოლს, ელიზას ცუდად ექცეოდა.

ახალგაზრდა როკფელერზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამ, რომელმაც მას ფულის საშოვნელად, მუშაობის მნიშვნელობა ასწავლა. პატარა ჯონის პირველი სამუშაო იყო ინდაურების მოშენება, ტკბილეულის გაყიდვა და მეზობლების დავალებების შესრულება.

როკფელერის საქმიანი ინსტინქტი აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი 1853 წელს კლივლენდში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, როდესაც როკფელერი სულ რაღაც 16 წლის იყო, Hewitt & Tuttle-ში - მცირე საკომისიო ფირმაში საოფისე სამსახური მიიღო. ის დღეში დაახლოებით 50 ცენტს გამოიმუშავებდა, მუშაობდა ბუღალტრის თანაშემწედ ბიზნესში, რომელიც ყიდულობდა და ყიდდა აუცილებელ საქონელს, როგორიცაა ნახშირი და მარცვლეული.

ბიზნესის წამოწყება

20 წლის ასაკში როკფელერმა საკმარისად ისწავლა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეცადა ბედი. 1859 წელს, ის გაერთიანდა მორის ბ. კლარკთან, რათა შეექმნა მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყიდდა თივას, ხორცს და მარცვლეულს. საწარმომ პირველი წლის ბოლოს 450,000 დოლარი გამოიმუშავა.

ამერიკის პირველი ნავთობის ჭაბურღილი პენსილვანიაში 1859 წელს გაბურღეს და ისტორიულმა მომენტმა როკფელერს შთააგონა ნავთობის ინდუსტრიაში შესვლა. თუმცა, ბურღვის ნაცვლად, მან მოიფიქრა, რომ გადამუშავების პროცესი უფრო მომგებიანი იქნებოდა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად გაერთიანდა კლივლენდში საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გასახსნელად.

ორი წლის განმავლობაში ის გახდა ყველაზე დიდი ამ სფეროში, რამაც აიძულა ახალგაზრდა ბიზნესმენი ნავთობზე ფოკუსირება მოეხდინა. გარკვეული თანხის სესხის შემდეგ, როკფელერმა 1865 წელს ქარხნის სრული კონტროლი მოიპოვა.

1865 წელს მან გაითვალისწინა მაშინდელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მიერ ტრანსკონტინენტური რკინიგზის პოპულარიზაცია და იწინასწარმეტყველა, რომ სამოქალაქო ომის დასასრულს საზღვაო ხაზები და სამხრეთ რკინიგზა აშენდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროისთვის საწვავის მთავარი წყარო იყო, როკფელერმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ნახშირი ნავთობით შეიცვლებოდა...წაიკითხეთ სრულად