ავტორი:

"მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერთა სიიდან ერაყი და იორდანია "გაუჩინარდნენ" - მედია

"მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელმომწერთა სიიდან ერაყი და იორდანია "გაუჩინარდნენ" - მედია

შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი კომუნიკეს ხელმომწერი ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა "გაუჩინარდა“ - ერაყი და იორდანია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც სამიტის შემდეგ კომუნიკეს ხელი მოაწერეს, 80-დან 78-მდე შემცირდა.

კერძოდ, განახლებულ სიაში აღარ შედიან ერაყი და იორდანია.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, თავდაპირველად, ხელს აწერდა 80 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და 4 ორგანიზაცია.