ბლოგისთვის ამ სათაურის შერჩევა ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან, ერთი დიდი ხელოვნებაა დაიქირავო ისეთი ავტომობილი, რომელიც დააკმაყოფილებს მანქანის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პარამეტრს, მოგემსახურება ერთგულად, შეგიმცირებს სამოგზაურო თუ, საჭიროების შემთხვევაში, უბრალოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილების ხარჯებს, უზრუნველყოფს კომფორტულად მგზავრობას და მოერგება შენი, როგორც დამქირავებლის კონკრეტულ მოთხოვნებს.
თუ საკუთარი ავტომობილი გყავს შესაძლოა ფიქრობდე, რომ მანქანის ქირაობა არასდროს დაგჭირდება, მაგრამ ხომ გაგიგია: ,, არასოდეს თქვა არასოდეს’’, მანქანების დაქირავება ხშირად საუკეთესო გამოსავალია ამ და სხვა შემთხვევებშიც. თუ აქამდე არ გისარგებლია მანქანის დაქირავების სერვისით, მოგიყვები: რის მიხედვით უნდა აარჩიო დასაქირავებელი მანქანა, რას უნდა მიაქციო ყურადღება და რაც მთავარია, სად უნდა იპოვო სასურველი მონაცემების ავტომობილი.
პირველ ეტაპზე განვიხილოთ ის მიზეზები, რის გამოც ხშირად იყენებენ მანქანების გაქირავების სერვისს.
ქირაობენ ადგილობრივებიც ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სახლში ერთი მანქანა მაინც ყავდეთ, ხშირად, შორ მანძილზე გადაადგილებისას დიდი მანძილისა და ცვეთის გამო უპირატესობას მანქანის ქირაობას ანიჭებენ.
ცხადია, ზემოთ აღნიშნული მიზნობრიობის გარდა, სხვა მიზეზებიც არსებობს რის გამოც ქირაობენ ავტომობილებს, მაგრამ სჯობს აქ შევჩერდეთ და გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილზე, გავიგოთ რა ძირითადი პირობებია გასათვალისწინებელი და რა გვჭირდება საქართველოში მანქანის დასაქირავებლად?
ავტომობილის დასაქირავებლად ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს, გამონაკლისი არც საქართველოა.ქართულ ბაზარზე ავტომობილების გაქირავების სფეროში 100-ზე მეტი კომპანია და ათეულობით კერძო პირია დასაქმებული, თითეულს გაქირავების განსხვავებული წინაპირობები აქვს თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ის ძირითადი წესები რაც ყველასთვის საერთოა.საქართველოში ავტომობილის დასაქირავებლად დაგჭირდება:
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს სხვა ვალდებულებებიც, რაც ავტომობილის ქირაობისას გეკისრება, თუმცა ეს დეტალები ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია და გირჩევ, დაქირავებამდე გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, თუ რაიმეს ვერ გაიგებ დაეკითხე გამქირავებელს ან ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს და ისე მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება.
რჩევების ნაწილზეც გადავიდეთ, მოგიყვები თუ რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ დასაქირავებელი ავტომობილი, რას მივაქციოთ ყურადღება და ზოგადი სტატისტიკაც გაგაცნობ, თუ რა მანქანებს ქირაობენ ყველაზე ხშირად საქართველოში.პირველ რიგში დავიწყოთ იმ ფაქტორების განხილვით, რაც დაგვეხმარება შევარჩიოთ ჩვენი მიზნების, ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაფერისი ავტომობილი.
მე პირადად, ამ გასათვალისწინებელ ფაქტორებში პირველ ადგილს მივანიჭებდი მგზავრთა რაოდენობასა და ბარგის მოცულობას, ამ ინფორმაციის მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო თუ რა ტიპის და რამდენად დიდი ზომის ავტომობილი გჭირდება, მაგალითად: თუ მოგზაურობას გეგმავ და სამეგობროში ან ოჯახში ჩემი მსგავსი ადამიანი მოგეძებნება ვინც ორი დღიანი მოგზაურობისასაც კი, მინიმუმ 3 ჩემოდანს მიათრევს, გირჩევ ისეთი ავტომობილის შეარჩიო რომელსაც დიდი საბარგული ექნება.ოჯახებისთვის და დიდი ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მინივენი ან ვანი იყოს საუკეთესო არჩევანი.მგზავრების რაოდენობისა და ბარგის ინფორმაციის გაგების შემდგომ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ თუ რა მიზნით გვჭირდება მანქანა - ქალაქში გადასაადგილებლად, საგზაო მოგზაურობებისთვის, იქნებ სულაც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ წასვლა გაქვს გეგმაში, ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინე ყველაზე საბაზისო ფაქტორები - რელიეფი და გასავლელი მანძილი.თუ გრძელ მარშრუტზე გამგზავრება გიწევს, მაშინ უპირატესობა მიანიჭე კომფორტულ და ეკონომიურ მანქანებს, თუ შენი გეგმები მოიცავს ბუნებაში მოგზაურობას, ეკოტურიზმს,აქტიურ დასვენებას და მთიან და ქვა-ღორღიან რელიეფზე მოგიწევს გადაადგილება აირჩიე მაღალი გამავლობის მანქანა.ჩავთვალოთ, რომ გავარკვიეთ მგზავრობის მიზანიც, ადამიანების რაოდენობაც და მარშრუტიც, რა გვრჩება გასარკვევი? Სწორია, ფინანსური ნაწილი, უნდა განვსაზღვროთ რამდენი ხნით ვქირაობთ ავტომობილს, რა თანხის დახარჯვა შეგვიძლია საწვავში და ავტომობილის დაქირავებაში.ქირაობის ფასები საკმაოდ განსხვავდება კლასისა და მოდელის მიხედვით, რაც უფრო ახალი და დიდი ზომის მანქანაა, მით მეტი დაგვიჯდება. დიდ მანქანას მეტი საწვავიც სჭირდება და შესაბამისად მეტი ბიუჯეტი.გირჩევ, დაახლოებით მაინც განსაზღვრო გადასახადებისა და დაზღვევის ხარჯებიც, რათა თავიდან აირიდო გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგები და სტრესი.
არ დაგვავიწყდეს უსაფრთხოებაზე ზრუნვაც, მანქანის შერჩევისას ყურადღება მიაქციე რომ ავტომობილი აღჭურვილი იყოს ყველა აუცილებელი უსაფრთხოების სისტემით, როგორიცაა მძღოლის და მგზავრის ჰაერბალიშები, ABS, ESP და ა.შ. სასურველია მანქანას ჰქონდეს პირველადი დახმარების ნაკრები, სათადარიგო საბურავი და ცეცხლმაქრი.
გაითვალისწინე ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა ნავიგაცია, Bluetooth კავშირი, უკანა გამაფრთხილებელი კამერა და სხვა.თუ მცირეწლოვნებიც გყავს ამ შემთხვევაში უსაფრთხოებისთვის დაგჭირდება სპეციალური სკამები, რაც როგორც წესი, გათვლილი აქვს ხოლმე გამქირავებელს და მოთხოვნის შემთხვევაში უკანა სავარძლებზე დაგახვედრებთ ბავშვისთვის განკუთვნილ სკამს.ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციო მანქანის მდგომარეობას, დაზღვევას და გამქირავებლის რეპუტაციას.დაათვალიერე ავტომობილი გარეგნულად, ყურადღება მიაქციე საბურავების მდგომარეობას და ზოგადად იმ ფაქტორს თუ რამდენად მოვლილია ტრანსპორტი, რადგან მოვლილი მანქანა ნიშნავს, რომ გამქირავებელი ზრუნავს საკუთარ რეპუტაციასა და მომხმარებლის კომფორტზე.თუ შესაბამისი ცოდნა გაქვს, სავალი ნაწილების ზოგადი შემოწმებაც არ იქნებოდა ურიგო:ქირაობამდე გატესტე, როგორ მუშაობს საჭე და სამუხრუჭე სისტემები, შეამოწმე უსაფრთხოების ღვედები და შესაკრავები, მოიკითხე ძრავის მდგომარეობა, თუ ზამთარია ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს სეზონის შესაბამისი ბორბლებით.რაც შეეხება გამქირავებლის რეპუტაციას, ინფორმაციის მოძიებას სავარაუდოდ მარტივად შეძლებ, რადგან ბევრ ავტომობილების გაქირავების საიტზე არის კომენტარების ველი, სადაც მომხმარებლები ტოვებენ შეფასებებს, თუ რა მოეწონათ, ან არ მოეწონათ.კომენტარებში ხშირად იპოვი რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინო ხელშეკრულების გაფორმებისას, როგორ უნდა შეამოწმო მანქანა, რა დამატებით მომსახურებებზე უნდა მიიღო ინფორმაცია და ა.შ. ეს დაგეხმარება მოემზადო ყველა შესაძლო სიტუაციისთვის და თავიდან აიცილო გაუგებრობები და პრობლემები.გარდა ამისა, კომენტარებიდან შეიძლება შეიტყო, თუ რომელი კომპანიები სარგებლობენ კარგი რეპუტაციით და რომლებთან თანამშრომლობა არ არის რეკომენდებული სხვადასხვა მიზეზის გამო.გაეცანი კომპანიის წესებსა და პირობებს. გაარკვიე, თუ რა სახის დაზღვევა მოჰყვება მანქანას და რას ფარავს იგი, რამდენად მოიცავს დაზღვევა მესამე მხარეებისთვის მიყენებულ ზარალს.თუ შემოთავაზებული დაზღვევა არ არის საკმარისი, შეიძლება დამატებითის შეძენაც.დეტალურად გაეცანი ხელშეკრულების პირობებს და გაარკვიე დამატებითი გადასახადებისა ან შეზღუდვების შესახებ, რასაც შესაძლოა ითვალისწინებდეს ხელშეკრულება.
თუ პროცესში რაიმეს ვერ გაიგებ ყველაფერი იკითხე, ხოლო თუ გამქირავებელი ამ კითხვებზე შენთვის გასაგებ პასუხებს ვერ მოგცემს, ან გრძელი, ჩახუჭუჭებული წინადადებებით დაგიწყებს საუბარს, გირჩევ არ დააიგნორო ეს ფაქტები და ან სხვა კომპანია ნახო, ვინც ადამიანურ ენაზე დაგაკვალაინებს, ან ყველა დეტალი სხვა, შენთვის სანდო პირთან ერთად გადაამოწმე.რომ შევაჯამოთ, მანქანის გაქირავება ხშირ შემთხვევაში მოხერხებული და კომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ გსურს ავტომობილის ქირაობის პროცესი წინასწარ განსაზღვრული, კომფორტული, უსაფრთხო, ბიუჯეტური და შენს მიზნობირობაზე მორგებული იყოს, გაითვალისწინე მგზავრთა რაოდენობა, ბარგის მოცულობა, მოგზაურობის მიზანი, მარშრუტი და ბიუჯეტი.ავტომობილის დაქიავებამდე თან იქონიე ყველა საჭირო დოკუმენტი - მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, დეპოზიტის თანხა, დაზღვევისთვის საჭირო მონაცემები.გაითვალისწინე ასაკობრივი ზღვარი და კომპანიების მოთხოვნა მართვის გამოცდილებასთან დაკავშირებით.დეტალურად შეამოწმე უსაფრთხოების პარამეტრები, კარგად გაეცანი გამქირავებლის რეპუტაციასა და ქირავნობის ხელშეკრულებას.
NS