ავტორი:

გაუსაძლისი სიცხის გამო, საბერძნეთში ტურისტი გარდაიცვალა - რას წერს მედია?

გაუსაძლისი სიცხის გამო, საბერძნეთში  ტურისტი გარდაიცვალა - რას წერს მედია?

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ მატრაკიზე ამერიკელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მედიის ცნობით, ტურისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ექსტრემალური სიცხის პირობებში გარდაიცვალა.

საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ათენის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 55 წლის ამერიკელი მამაკაცია. იგი ბოლოს ცოცხალი ბარში, გასულ კვირას შენიშნეს. მისი ცხედარი პატარა კუნძულის უკაცრიელ სანაპიროზე იპოვეს.

გასულ კვირას, სიცხის შედეგად კიდევ ერთი ტურისტი დაიღუპა. მანამდე კი, ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანის, მაიკლ მოსლის ცხედარი იპოვეს. პოლიცია ამ დრომდე ეძებს 59 წლის ალბერტ კალიბეტს და ორ ფრანგ ქალს.

საბერძნეთში ამ კვირაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ქვეყანაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ჩრდილოეთ აფრიკის ქარები ტემპერატურის მატებას იწვევს. შედეგად, საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა სკოლები და მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები, მათ შორის აკროპოლისი.