ავტორი:

ანჯელინა ჯოლი შვილთან, ვივიენთან ერთად წითელ ხალიჩაზე -ულამაზესი დედა-შვილის ფოტოები

ანჯელინა ჯოლი შვილთან, ვივიენთან ერთად წითელ ხალიჩაზე -ულამაზესი დედა-შვილის ფოტოები

ნიუ-იორკში, Tony Awards-ის 77-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რომელსაც ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად ესწრებოდა. საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ანჯელინამ ახალი ტატუ გაიკეთა, ამჯერად მან მკერდზე მერცხალი დაიხატა. 49 წლის ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურებოდა.

დაჯილდოებისთვის მან Atelier Versace-ის ხავერდოვანი კაბა მოირგო. ჯოლის პროდიუსერობით დადგმული სპექტაკლი The Outsiders: A New Musical საუკეთესო მიუზიკლისთვის იყო ნომინირებული და გაიმარჯვა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ანჯელინამ თავისი კარიერის განმავლობაში ეს ჯილდო პირველად მოიპოვა.

დაჯილდოებაზე მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა, ვივიენმა, რომელიც დედას თან ახლდა. აღსანიშნავია, რომ ვიცი სპექტაკლზე მუშაობის დროს დედას ასისტენტობას უწევდა.