ავტორი:

ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება

ნატო გამოფხიზლდა და რუსეთსა და ჩინეთს აშინებს - ვის უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს და მოსალოდნელია თუ არა აპოკალიფსის დაწყება
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

"ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს... რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, ნატო მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, უფრო საშიში მსოფლიოა“, - მასმედიას განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა...

ის, რომ, ადრე თუ გვიან ნატო მოიკითხავდა "მტვერდადებულ“ თავის "ბირთვულ ხელკეტს“, მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან წარმოებული ბირთვული შანტაჟის ფონზე.

ამ შანტაჟმა თავის პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრაციულად დაიწყეს ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინების რაკეტებზე დაყენებისა და თვითმფრინავებზე ბირთვული საავიაციო ბომბების (ან მათი მაკეტების) ჩამოკიდების სასწავლო წვრთნები, რაც ფართოდ გაშუქდა რუსული მასმედიის მიერ.

სიტუაციის ცალკე დაძაბვის იმპულსად იქცა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული მუხტებისა და მათი გადამტანი ოპერატიულ-ტაქტიკური მობილური სარაკეტო კომპლექსების "ისკანდერ-მ"-ების გადასროლა - ბელარუსის დასავლეთი საზღვრიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი "ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტა 500 კმ-ის რადიუსში ფარავს ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთისა და პოლონეთის მთელ ტერიტორიას, ასევე - ფინეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ტერიტორიების ნაწილს, ხოლო რუსული ანკლავიდან -კალინინგრადის ოლქის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან გაშვებული ბირთვულქობინიანი "ისკანდერი“ წვდება გერმანიისა და შვედეთის ნაწილს... გააგრძელეთ კითხვა