ავტორი:

"რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა" - ინტერვიუ ბორის სოკოლოვთან

"რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა" - ინტერვიუ ბორის სოკოლოვთან

რუსეთში სავალუტო კრიზისის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა, რომელიც პირველი განათლებით ეკონომისტი აღმოჩნდა და როგორც თავად გვითხრა, "ეკონომიკურ საკითხებში ერკვევა.“

- ბატონო ბორის, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მინდა გესაუბროთ, მაგრამ იმედია არ გაგვიბრაზდებით...

- ნამდვილად არაა პრობლემა, რადგან, ვიდრე ისტორიკოსი გავხდებოდი, პირველი განათლება ეკონომიკური მაქვს მიღებული და ამ სფეროში ვერკვევი...

- ძალიან გამახარეთ. მორიგი ამერიკული სანქციის შემდეგ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა. რუსეთში ვალუტით თავისუფალი ვაჭრობა შეწყდა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთში აღარ არსებობს რუსული რუბლის კურსის დადგენის საბაზრო მექანიზმები.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თუ რა ხდება რუსეთში მას შემდეგ, რაც მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა?

ის მოცემულობა, რის წინაშეც აღმოჩნდა რუსეთი, რა გავლენას იქონიებს რუსულ ეკონომიკაზე?

- ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იგი დოლარისა და ევროს ფასთან დაკავშირებით ორიენტაციას აიღებს იმ კურსზე, რომლითაც ერთმანეთში ივაჭრებენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები. ამგვარი გადაწყვეტილება რამდენად ადეკვატურია ძნელია თქმა, რადგან რუსეთის უმსხვილესი ბანკები თავად არიან დასანქცირებული და სანქციების ქვეშ და პირდაპირ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვალუტების ვაჭრობაში.

მეორე ვარიანტია - დოლარსა და რუბლს შორის კურსი დადგინდეს დოლარსა და ჩინურ იუანს შორის თანაფარდობის მიხედვით და შემდეგ ამის საფუძველზე განისაზღვროს რუსულ რუბლსა და დოლარს შორის თანაფარდობა. მაგრამ, ესეც საეჭვო პრაქტიკაა რადგან ჩინური იუანი თავის თავად არაკონვერტირებადი ვალუტაა. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ჩინური იუანის კურსი ხელოვნურადაა დაწეული, ამიტომ, ასეთ ვითარებაშიც როგორ იქნება საქმე, მიჭირს თქმა.

დოლარსა და რუბლს შორის კურსი დადგინდეს დოლარსა და ჩინურ იუანს შორის თანაფარდობის მიხედვით და შემდეგ ამის საფუძველზე განისაზღვროს რუსულ რუბლსა და დოლარს შორის თანაფარდობა. მაგრამ, ესეც საეჭვო პრაქტიკაა რადგან ჩინური იუანი თავის თავად არაკონვერტირებადი ვალუტაა. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ჩინური იუანის კურსი ხელოვნურადაა დაწეული, ამიტომ, ასეთ ვითარებაშიც როგორ იქნება საქმე, მიჭირს თქმამიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა, ოფიციალური მონაცემებით ვალუტის კურსის ცვლილება არ შეიმჩნევა. მესმის, რომ ეს კურსი რუსული ცენტრობანკის დირექტივის შედეგია.