ავტორი:

“ტყუილად არაფერი ხდება, ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე!“ - ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეს პრეზიდენტი საქართველოს ნაკრებს მიმართავს

“ტყუილად არაფერი ხდება, ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე!“ - ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეს პრეზიდენტი საქართველოს ნაკრებს  მიმართავს

18 ივნისი ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ქართველი ფეხბურთის ლეგენდა 1951 წელს თბილისში დაიბადა.

დავით ყიფიანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იხსენებს და ამასთან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მიმართავს:

“ტყუილად არაფერი ხდება… ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!!!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი, ისტორიული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

საქართველო თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში ქართველი ქომაგები საფეხბურთო ნაკრების მხარდასაჭერ მსვლელობებსა და ღონისძიებებს დილიდან მართავენ.

იხილეთ ასევე: