ავტორი:

როგორ შექმნა ჟორჟ სიმენონმა ლეგენდარული პერსონაჟი, კომისარი მეგრე: მალე! ათტომეულის პირველი ტომი - „პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან“

როგორ შექმნა ჟორჟ სიმენონმა ლეგენდარული პერსონაჟი, კომისარი მეგრე: მალე! ათტომეულის პირველი ტომი - „პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან“

ფრანგული დეტექტივი, რომლის მთავარი გმირიც კრიმინალური პოლიციის კომისარია, იშვიათობა არაა, მაგრამ თუ ამ პერსონაჟისადმი მიძღვნილი წიგნების სია 75-ს აჭარბებს, გმირის უკეთ გაცნობის მიზეზიც არსებობს.

კომისარი მეგრე ჟორჟ სიმენონის 75 რომანისა და 28 მოთხრობის მთავარი გმირია, რითაც ის დეტექტიური ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხანგრძლივ პერსონაჟად შევიდა. კომისარ მეგრეს შესახებ პირველი რომანი, რომელიც 1931 წელს გამოიცა, მსოფლიო ლიტერატურაში დეტექტიური რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის დასაწყისი იყო. კომისარ მეგრეს წიგნები ათეულობით ენაზე ითარგმნა და ბევრჯერ იქნა ეკრანიზებული.

პოპულარული პერსონაჟის ავტორმა, ჟორჟ სიმენონმა, კომისარ მეგრეს შექმნაზე მუშაობა 1929 წელს დაიწყო. მკვლელობის გამოძიების შესახებ რომანის დაწერის იდეა კი საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გემით მოგზაურობის დროს გაუჩნდა.

მკვდარი ქალი, ორიოდე მინიშნება - კომისარი მეგრესთვის სავსებით საკმარისია!

რომანში - „პაემანი ნიუფაუნდლენდელებთან“ (ორიგინალური სათაური „Le relais d'Alsace“) პერსონაჟი თავდაპირველად მკითხველის წინაშე ჩნდება არა როგორც ახალგაზრდა, აზარტული პოლიციელი, არამედ როგორც მზაკვარი, გამოცდილი კომისარი, რომლის ასაკმაც უკვე 45 წელს მიაღწია.

ქალი გემზე - უბედურების მანიშნებელია. ეს ცრურწმენა „პაემანი ნიუფაუნდლენდელებთან“ ცოცხლდება. მოქმედება ზღვისპირა ქალაქ ფეკანში ვითარდება, რომლის მაცხოვრებლებიც ასე თუ ისე, ზღვასთან არიან დაკავშირებულები. - როგორ მოხვდა აქ მეგრე? ახლახან დაბრუნებული მეთევზეების ტრაულერის კაპიტანი მოკვდა და როგორც გაირკვა, ეკიპაჟს მთელი სამთვიანი მუშაობის პერიოდში თან სდევდათ წარუმატებლობები. უბრალოდ, ცუდი იღბალი. ხან რაღაც გაფუჭდა, ხან ვიღაცამ ფეხი დაიზიანა, ან, კაბინაში ბიჭი მოკვდა. მთელი გუნდი დაზაფრულია. კომისარი მეგრე კი აღმოაჩენს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, კაპიტანის კაბინაში ქალი იმალებოდა...

ჟორჟ სიმენონი დეტექტივების წერისას დიდ ყურადღებას აქცევდა დეტალებს. კომისარი მეგრე, სხვა ლიტერატურული დეტექტიური გმირებისგან განსხვავდება თავისი ადამიანობითა და უბრალოებით. ის არ არის სუპერგმირი, ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ბევრ სირთულეს და პრობლემას აწყდება. მეგრე არ იძიებს დანაშაულებებს. ის ცდილობს გაიგოს დამნაშავეების და მსხვერპლის მოტივები.

ახალი პერსონაჟის შექმნის იდეით მოხიბლულმა მწერალმა მოიპოვა ნებართვა, გასაუბრებოდა პოლიციის თანამშრომლებს Quai Orfevre-დან. სიმენონს ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა პოლიციის თანამშრომლებთან, სწავლობდა სისხლის სამართლის საქმეებს და ესწრებოდა სამუშაო შეხვედრებს. ამ პრაქტიკამ საფუძველი ჩაუყარა მოსაზრებას, რომ კომისარ მეგრეს პროტოტიპი ჰყავდა. თუმცა, თავად მწერალს არაერთხელ უთქვამს, რომ მეგრე სრულიად ფიქციური პიროვნებაა, რომელსაც ნაწილობრივ ავსებს მამა სიმენონის თვისებები.

რომანები კომისარ მეგრეზე ხშირად ვითარდება პარიზსა და მის შემოგარენში. ავტორი ოსტატურად გადმოსცემს ქალაქის ატმოსფეროს, ქუჩებს, კაფეებს, აპარტამენტებსა და კომისარიატებს. რაც ქმნის ავთენტურობის განცდას და მკითხველს კომისარ მეგრეს სამყაროში ამოგზაურებს.

კომისარ მეგრეს შექმნა სიმენონის რეალიზმის, ფსიქოლოგიური სიღრმისა და სოციალური კონტექსტის შერწყმის შედეგი იყო. ამ ელემენტებმა ერთად აქცია გმირი უნიკალურ და დაუვიწყარ პერსონაჟად, რომელიც დღესაც აგრძელებს მკითხველების მოხიბვლას.

24 ივნისიდან, ახალი სერია დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის საუკეთესო რომანები, რომელთა მთავარი გმირია კომისარი მეგრე, 10 ტომეულად ქართულ ენაზე გამოიცემა.

გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის ფარგლებში გამოსცემს: პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან; ყვითელი ძაღლი; ბერჟერაკელი შეშლილი; სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები; მეგრეს ჩანაწერები; მეგრე და ზარმაცი ქურდი; მეგრე ქალაქ ვიშიში; მეგრეს მრისხანება; მეგრე და მარტოხელა კაცი და მეგრე და ბატონი შარლი.

წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარი იქნება, 15 ლარის ნაცვლად.

R