ავტორი:

ვინ არის თანამდებობის პირი, რომელიც დეკლარაციაში ხელფასს და 6 უძრავ ქონებას არ უთითებს - TI-ს ინფორმაცია

ვინ არის თანამდებობის პირი, რომელიც დეკლარაციაში ხელფასს და 6 უძრავ ქონებას არ უთითებს - TI-ს ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ფაცაციამ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ხელფასი და შვილის უძრავი ქონება არ მიუთითა. ამის შესახებ მოკვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, რუსუდან ფაცაცია ფლობს ექვს უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში.

კერძოდ:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი - 5503 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 578.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით;
  • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 - 139.81 კვ.მ. ბინა;
  • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 - 17 კვ.მ. ავტოფარეხი;
  • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 - 133.75 კვ.მ. ბინა;
  • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 - 18 კვ.მ. ავტოფარეხი;
  • თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, N20ა - 1199 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 469.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღნიშნავს“, რომ რუსუდან ფაცაციამ დეკლარაციაში არ ასახა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, რუსუდან ფაცაციამ უძრავი ქონება და შრომის ანაზღაურება არც წინა წელს დაადეკლარირა...წაიკითხეთ სრულად