რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობისას, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
როგორც პატრულის თანამშრომელმა ცეცხლაძეს განუმარტა, გზის გადაკეტვას მომიტინგეების დაჯარიმება მოჰყვებოდა, ცეცხლაძე კი ცდილობდა, მისთვის აეხსნა, რომ ვიწრო ტროტუარზე აქციის მონაწილეებს გადაადგილება უჭირდათ.
სიტუაცია მალევე განიმუხტა. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მსვლელობა ისევ საფეხმავლო ბილიკით გაეგრძელებინათ.
აქცია თბილისში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ” წაიყვანა.