ავტორი:

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

"ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - აცხადებენ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში".