ავტორი:

კალიფორნიის მთებში წასული მამაკაცი გაუჩინარდა - რას ჰყვება სასწაულებრივად გადარჩენილი მოლაშქრე, რომელსაც ცხრა დღის განმავლობაში ეძებდნენ

კალიფორნიის მთებში წასული მამაკაცი გაუჩინარდა - რას ჰყვება სასწაულებრივად გადარჩენილი  მოლაშქრე, რომელსაც ცხრა დღის განმავლობაში ეძებდნენ

კალიფორნიის მთებში სალაშქროდ წასული მამაკაცი, რომელიც 9 დღის განმავლობაში იყო დაკარგული, იპოვეს. როგორც სასწაულებრივად გადარჩენილი კაცი ჰყვება, მან თავი ნაკადულის წყლის სმითა და კენკრის ჭამით გადაირჩინა.

"ფანრისა და დასაკეცი მაკრატლის გარდა, თან არაფერი მქონდა წაღებული. ეს იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ლაშქრობა მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანდა",- უყვება ლუკას მაკლიში KSBW-ს ინტერვიუში. როგორც 34 წლის მაკლიში ჰყვება, რომ მან 11 ივნისს, ლაშქრობის დაწყებიდან მალევე, ნივთები დაკარგა.

  • ლუკას მაკლიშის თქმით, ლაშქრობაზე წასვლის გეგმების შესახებ მას არავისთვის უცნობებია.

დაკარგული მოლაშქრე 20 ივნისს მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ის კანიონის ძირში შემთხვევით იპოვეს. მამაკაცმა უმეტესი დრო კანიონის სიახლოვეს გაატარა. ის ჩანჩქერის პირას იჯდა და ჩექმით სასმელ წყალს აგროვებდა, რომ წყურვილით არ მომკვდარიყო. როგორც მედიასთან ამბობს, დანარჩენ დროს ის კენკრის შეგროვებას უთმობდა.

როგორც ლუკას მაკლიში მედიასთან ამბობს, ერთ მომენტში მას მთის ლომიც კი აედევნა, თუმცა ცხოველი დისტანციას ინარჩუნებდა და კაცისთვის ზიანის მიყენება არც კი უცდია.

მაკლიშს სველ ფოთლებზე ეძინა და დროდადრო დახმარების სათხოვნელად ყვიროდა. როგორც კაცი ამბობს, ტყეში მარტო ყოფნის სულაც არ შეშინებია: "მთელი დრო, როცა იქ ვიყავი, კომფორტულად ვგრძნობდი თავს, არც ვნერვიულობდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მიცავდა" - ამბობს მაკლიში.

16 ივნისს, მამის დღეს, ლუკასის ოჯახმა დაასკვნა, რომ მას რაღაც შეემთხვა და ადგილობრივ პოლიციას მისი დაკარგვის შესახებ შეატყობინა. მას შემდეგ, კაცის ძებნაში ათობით სამართალდამცავი ჩაერთო. საბოლოოდ, როგორც სანტა კრუზის შერიფის ოფისში ჰყვებიან, ხალხმა მაკლიშის ყვირილი გაიგო და პოლიციამ ტყიან ტერიტორიაზე მას დრონების საშუალებით მიაგნო. შერიფის ოფისმა აღნიშნა, რომ კაცს სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა