ზოგიერთი იღბლიანი შთამომავალი საოცარ ქონებას და ცხოვრებას მემკვიდრეობით იღებს.
უმრავლესობა ასეთ ადამიანს იღბლიანად მიიჩნევს და ბევრი მდიდარ წინაპრებზე, ან მშობლებზე ოცნებობს კიდეც. თუმცა, ყველა მდიდარს არ ჰყავს მემკვიდრეები.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებსაც მემკვიდრეები არ ჰყავთ და უცნობია, ვის დაუტოვებენ მათ ქონებას:
იან ჰუიანი: 3.1 მილიარდი დოლარი
ჩინეთის უმდიდრესმა ქალმა, 42 წლის იან ჰუიანმა 2007 წელს მემკვიდრეობით მიიღო მამის უძრავი ქონების ფირმა Country Garden Holdings. იან ჰუიანი დაქორწინებულია, მაგრამ შვილი არ ჰყავს.
ჩარლზ ბატი: 7.6 მილიარდი დოლარი
ჩარლზ ბატის ოჯახი ფლობს სასურსათო ქსელ H-E-B-ის დაახლოებით 90%-ს. ქსელს ჰყავს 100 000-ზე მეტი თანამშრომელი ასობით მაღაზიაში აშშ-ში და მექსიკაში. ბატი, რომელიც ახლა 86 წლისაა, 1970-იან წლებში გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი.
უდო და ჰარალდ ჩირა: 10.4 მილიარდი დოლარი დოლარი
ძმებს უდო და ჰარალდ ჩირას აქვთ უზარმაზარი კომბინირებული სიმდიდრე, მაგრამ არ ჰყავთ მემკვიდრეები. მათ ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მამისგან კლაუს შირასგან, რომელმაც 1970-იან წლებში დააარსა გერმანული პროგრამული გიგანტი SAP
განაგრძეთ კითხვა: