ავტორი:

ჟორჟ სიმენონის ათტომეულის პირველი ტომი - "პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან" უკვე ქსელშია!

ჟორჟ სიმენონის ათტომეულის პირველი ტომი - "პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან" უკვე ქსელშია!

24 ივნისიდან, ახალი სერია „დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის საუკეთესო რომანები“, რომელთა მთავარი გმირია კომისარი მეგრე, 10 ტომეულად ქართულ ენაზე გამოიცემა.

კომისარი მეგრე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის მიერ შექმნილი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელის შესახებაც მან 75 რომანი და 28 მოთხრობა დაწერა. კომისარ მეგრეს დეტექტივები თითქმის ყველა მთავარ ენაზეა ნათარგმნი და ზოგი მათგანი, ფილმადაცაა გადაღებული.

გამომცემლობა „პალიტრა L” -მა, სიმენონის დეტექტივები ქართულ ენაზე თარგმნა და ათტომეულად გამოსცა, რომელთაგან პირველი ტომი - „პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან“ 24 ივნისიდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ ქსელში.

წიგნის სპეციალური ფასი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარი იქნება, 15 ლარის ნაცვლად.

სერიის ფარგლებში გამოვა:

  1. პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან;
  2. ყვითელი ძაღლი;
  3. ბერჟერაკელი შეშლილი;
  4. სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები;
  5. მეგრეს ჩანაწერები;
  6. მეგრე და ზარმაცი ქურდი;
  7. მეგრე ქალაქ ვიშიში;
  8. მეგრეს მრისხანება;
  9. მეგრე და მარტოხელა კაცი;
  10. მეგრე და ბატონი შარლი.

ჟორჟ სიმენონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი ნამუშევრები დღესაც გამოიცემა და მწერლის წვლილი ლიტერატურაში მთელმა მსოფლიომ აღიარა. კომისარი მეგრე კი დეტექტიური ჟანრის სიმბოლოდ იქცა. სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და გამორჩეული ავტორია.

R