ავტორი:

"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!" - გიორგი გახელაძის მეუღლე

"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!" - გიორგი გახელაძის მეუღლე

თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძე, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი მეუღლე ირმა მალაციძე ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია.

"აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!" - წერს მალაციძე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცხედარი კუს ტბის მიმდებარედ ნახეს. შსს-ს თქმით, ცხედარი ნაპოვნია, თუმცა არ ადასტურებენ, ეს გიორგი გახელაძეა, თუ არა.

"ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი, ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით" , - გვითხრეს შსს-ში.

ცნობილი ხდება, რომ გახელაძის ცხედარი კუს ტბის ასახვევთან იპოვეს.

"აღარ არის…სამაშველომ იპოვა კუს ტბის ასახვევთან, რესტორანი სესილიას მიმდებარედ" - წერს გარდაცვლილი პროფესორის ძმისშვილი სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში, სადაც რომელიც გახელაძის მოსაძებნად შეიქმნა.

გიორგი გახელაძეს რამდენიმე დღეა, ეძებდნენ. ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული.

როგორც გახელაძის მეუღლე ამბობდა, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.