ავტორი:

"ანა, რა ქენით, ჩაეხუტეთ ლევან მურუსიძეს?" - ანა დოლიძის პასუხი, როცა წამყვანმა საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ დადებული პირობა შეახსენა

"ანა, რა ქენით, ჩაეხუტეთ ლევან მურუსიძეს?" - ანა დოლიძის პასუხი, როცა წამყვანმა საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ დადებული პირობა შეახსენა

ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის დაწყებამდე, სადაც საქართველოს პორტუგალიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ქართველმა ქომაგებმა საჯაროდ დადეს პირობები, თუ რას გააკეთებდნენ მოგების შემთხვევაში.

სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, მათ შორის “ფეისბუქზე“ უამრავი ადამიანი წერდა ე.წ. ასკეზებს. გოგონების ნაწილმა მოგების შემთხვევაში გათხოვება დააანონსა, ბიჭების ნაწილმა კი - ცოლის მოყვანა. ასევე ბევრმა დადო პირობა რომ დაიწყებდა ყოველდღიურ ვარჯიშს, დაიკლებდა წონაში, გააჩენდა შვილს, შეზღუდავდა რომელიმე კონკრეტული სახეობის საკვების მიღებას.

იმ ადამიანებს შორის, ვინც უცნაური პირობები დადო, პოლიტიკოსი ანა დოლიძეცაა. მან თქვა, რომ თუ პორტუგალიას საქართველო მოუგებდა, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა.

"პალიტრანიუსის" გადაცემა 360 გრადუსში პოლიტიკოსმა თქვა, სურდა პირობა შეესრულებინა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მის ზარებს არ პასუხობს.

"ვერ ვიპოვე, მატჩის მეორე დღეს უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს სხდომა. სხდომა გაუქმდა. მგონი ეს იყო ძალიან კარგი ხუმრობა და ხალხის ნაწილმა გაიგო. თუმცა პირობის შესრულებას ვაპირებ" - თქვა ანა დოლიძემ და პირდაპირ ეთერში სცადა მასთან დარეკვა, თუმცა მურუსიძემ ზარს კვლავ არ უპასუხა.

ნახეთ ვიდეო: