საქართველოში სულ უფრო მეტ უცხოენოვან გიდს შეხვდებით, რომლებიც ტურისტულ ჯგუფებს მომსახურებას უწევენ, თანხას იღებენ, ხოლო ბიუჯეტში ამ თანხიდან არაფერი შედის. როგორ უმკლავდებიან ადგილობრივი გიდები არათანაბარ კონკურენციას უცხოელებთან, ამის შესახებ რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის გადაცემაში "საქმე“ "საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ ისაუბრა.
"ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია, არამარტო გიდების სფეროში, ასევე მძღოლების, ტურისტულების შემთხვევაშიც.
უამრავი ტურისტია ახლაც საქართველოში და ამ ჯგუფებს უძღვებიან - რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი გიდები. ებრაული, პოლონური, ჩინური ჯგუფებიც ძალიან ბევრია და ყველა ეს გიდი მუშაობს ყოველგვარი შეზღუდვისა და ნებართვის გარეშე. დარწმუნებული იყავით, რომ მათგან არანაირი შემოსავალი ბიუჯეტში არ შედის.