ავტორი:

იდეა პანორამას საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო - მშენებლობა შემდეგ ფაზაზე გადავიდა

იდეა პანორამას საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო - მშენებლობა შემდეგ ფაზაზე გადავიდა

იდეა პანორამა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მშენებარე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია. მისი მშენებლობა შემდეგ ფაზაზე გადავიდა. ამის აღსანიშნავად, იდეა დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანია მეტტას წარმომადგენლებმა პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს. პროექტი გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და დასრულდება 2025 წლის შემოდგომაზე.

აღნიშნულ თემაზე ვრცელი ინფორმაცია იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელმა, გიგი იორდანიდმა, მასთან ინტერვიუს ფარგლებში მოგვაწოდა

- გვიამბეთ იდეა პანორამას“ შესახებ, რა არის პროექტის კონცეფცია?

იდეა პანორმას 3 ჰექტარზე განთავსებული სამი განსხვავებული ბლოკი გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

„იდეა პანორამას ხიბლს ზუსტად აღწერს მისი მთავარი ხედვა - ბალანსი ბუნებასა და ქალაქს შორის. პროექტი პირველ რიგში გამოირჩევა მისი ადგილმდებარეობით და არქიტექტურული კონცეფციით. მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ისეთ ცენტრალურ ადგილებთან, როგორებიცაა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი, ახლად გახსნილი საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი და სხვა.

ამავდროულად, პროექტს გამოარჩევს ულამაზესი, უცვლელი პანორამული ხედი, სუფთა, ჯანსაღი ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელსაც ვერეს ხეობის ჰაერი ქმნის.

სწორედ ამიტომ, პროექტში არსებულ თითოეულ ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა, რომელიც მიმართულია ხედისკენ, შესაბამისად მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ, დატკბნენ ხედით და განიტვირთონ საკუთარ ტერასაზე წლის 4-ივე სეზონზე.

- როდის დასრულდება პროექტი?

პროექტის მშენებლობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ იდეა პანორამა დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სანდო ინვესტიციას. ასევე დავაანონსეთ საზაფხულო აქცია, რომლის ფარგლებშიც მომავალ ბინადრებს ვთავაზობთ სპეციალურ გადახდის პირობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიას ვებ-გვერდზე www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 599 511 911

R