ტრენერთა ასოციაციას ორგანიზებით ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ღონისძიება- „ტრენერთა დღე 2024“ ჩატარდა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
სამიტი წელს, განსხვავებული თემით გაიხსნა - ბედნიერება და განვითარება, სადაც შემოთავაზებული იყო ინოვაციური კონცეფცია -„მოვისმინე, მონაწილეობა მივიღე და გამოვცადე!“
წლევანდელი სამიტის სპიკერები და თემები იყო:
ალექსანდრე ჯეჯელავა: „ჩქეფ-ოსტატი“ Flow-Master;
ლალი ბადრიძე და ქეთი ჟვანია ტაისონი: „როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი“
პაატა პაპავა: „გამარჯობა, მე ვარ ფასილიტატორი“
თინათინ რუხაძე: „ბედნიერებას ვერ წაგვართმევენ“
მარიკა ნებიერიძე: „ცვლილება, განვითარება, ბედნიერება“
ნინო მიქავა: „როდის მოაქვს განვითარებას ბედნიერება?“
ილია ნიკაჭაძე: „მადლიერების ბედნიერება“
სამიტის მოდერატორები იყვნენ: თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი.
ღონისძიება გამორჩეული იყო ნოვატორული პროგრამით, დაჯილდოებებით და გამოსვლებით ბედნიერებისა და განვითარების თემაზე. ასევე, ისეთი ორგანიზაციების გამოფენით (Expo-თი), რომლებიც თანამშრომლების განვითარებასა და ბედნიერებაზე ზრუნავენ.
სპეციალური ჯილდო თანამრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის კომპანია Fino-ს გადაეცა, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს თანამშრომლების განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია და ტრენერთა განვითარებაზე ზრუნავს - პსპ PSP, რომელიც უკვე არაერთი წელია ტრენერთა ასოციაციის ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერი და სფეროს დიდი ქომაგია.
სამიტში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ტრენერმა, ტრენინგ სფეროს წარმომადგენელმა და დაინტერესებულმა პირმა მიიღო.
R