ავტორი:

ვიქტორ ორბანი კიევში ჩადის - მედია

ვიქტორ ორბანი კიევში ჩადის - მედია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს უკრაინას ეწვევა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი, რომელიც უკრაინაში პირველად ჩადის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა გუშინ, ევროკავშირის თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროკავშირის მთავრობები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის, 1.4 მილიარდი ევროს, უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით შეთანხმდნენ.