ავტორი:

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

არქეოლოგებმა ავსტრიაში, ადრეული ეკლესიის სალოცავის ნანგრევებში “მნიშვნელოვანი“ რელიგიური რელიკვია აღმოაჩინეს.

როგორც ინსბრუკის უნივერსიტეტი წერს, არქეოლოგებმა მიაკვლიეს 1500 წლის წინანდელ სპილოს ძვლის ყუთს, სადაც სათუთად იყო შენახული არტეფაქტი. სავარაუდოდ, მასზე ასახულია მოსეს მიერ, სინას მთაზე, ღმერთისგან 10 მცნების მიღების სცენები.

წრის ფორმის მემატიანეზე უნიკალური სცენები იკვეთება. მკვლევრების თქმით, აქამდე მსოფლიოში მსგავსი მნიშვნელობის მხოლოდ 40 აღმოჩენა გაკეთდა.

“ასეთი რამ არქეოლოგის, როგორც მეცნიერის ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ ხდება” - აღნიშნავს უნივერსიტეტის მთავარი არქეოლოგი ჯერალდ გრაბჰერი.

ჯგუფის ვარაუდით, რელიკვია, რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის მიერ, ქრისტიანობის მიღებიდან და მილანის ედიქტის გამოცემიდან, 100 წელზე ნაკლებ დროში არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ 380 წელს იმპერატორმა თეოდოსიამ გამოსცა თესალონიკის ედიქტი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად აღიარა. ეს მოხდა აღმოჩენილი სპილოს ძვლის ყუთის დამზადებამდე 1644 წლით ადრე.

ინსბრუკის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, რეგიონი, სადაც არქეოლოგებმა იმუშავეს, ოდესღაც რომის იმპერიას ეკუთვნოდა და ეკლესია, იმპერატორის მიერ კანონმდებლობის მიღებამდე სავარაუდოდ წარმართული საკურთხეველი იყო.

არტეფაქტზე გამოსახულია წვერებიანი, გრძელი სამოსით შემოსილი მამაკაცები. მასზე ასახულია ძველი და ახალი აღთქმის სცენები.

მათივე თქმით, შესაძლოა ეს იყოს მოსე, რომელიც ღვთისგან სინას მთაზე 10 მცნებას იღებდა. კიდევ ერთი სცენა შეიძლება იყოს იესოს მკვდრეთით აღდგომა.

ეკლესია დაახლოებით 60 ფუტი სიგრძისა იყო და მის შესასვლელთან მარმარილოს ზღურბლით. სამხრეთით და დასავლეთით იყო სამარხები - ჯგუფმა აღმოაჩინა იმ ადამიანების ნაშთები, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ რეგიონში.

ასევე იხილეთ: