ავტორი:

წიგნების ახალი სერია მოძრავი ნახატებით ბავშვებისთვის უკვე ქსელშია!

წიგნების ახალი სერია მოძრავი ნახატებით ბავშვებისთვის უკვე ქსელშია!

გამომცემლობა „პალიტრა L”-მა 6 + ასაკის ბავშვებისთვის წიგნების უნიკალური სერიის გამოცემა დაიწყო, რომელიც სხვადასხვა საინტერესო თემას ეხება და 3D ელემენტებსაც მოიცავს. ახალი სერიის წიგნები მოძრავი ნახატებით დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ ქსელში.

წიგნები პირველი ივლისიდან, თვეში ერთხელ გამოვა და გასაოცარ მოგზაურობას პირდება პატარა მკითხველს, ცოდნისა და აღმოჩენების სამყაროში.

სერიის თითოეული წიგნი ეძღვნება სხვადასხვა საინტერესო თემას, რომლებიც დააინტერესებს ყველა ბავშვს. მოძრავი სურათების გვერდების გადაფურცვლით ბავშვებს შეეძლებათ ისწავლონ:

  • კოსმოსის საოცარი სამყარო: სამყაროს საიდუმლოებები, შეიტყონ პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების შესახებ. მოძრავი ნახატები დაანახებთ მათ, თუ როგორ ბრუნავენ პლანეტები, როგორ იბადებიან და კვდებიან ვარსკვლავები.
  • როგორ მუშაობენ მანქანები: თანამედროვე რობოტების მუშაობის პრინციპები. ინტერაქციული ვიზუალი დაეხმარებათ ბავშვებს უკეთ გაიგონ, როგორ მოძრაობენ და ფუნქციონირებენ ეს საოცარი მანქანები.
  • დინოზავრების საიდუმლოებები: მოგზაურობა დინოზავრების ეპოქაში გაცოცხლებული ნახატებით,.
  • ადამიანის სხეული თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე: ადამიანის ანატომია მარტივად. როგორ მუშაობს ორგანოები, კუნთები და ძვლები. მოძრავი ილუსტრაციები დაეხმარება ბავშვებს გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სხეული და ინარჩუნებს სიცოცხლეს.

წიგნის სპეციალური ფასი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარი იქნება. სერიის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის ფილიალებსა და პრესის გავრცელების წერტილებში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 322 470045 და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.

R