ავტორი:

"გუშინ უკადრებელი იკადრეს და ბავშვის ფოტოები დამირეპორტეს, ნაკრებთან გადაღებული..." - რას წერს ლაშა ბასლანძე?

"გუშინ უკადრებელი იკადრეს და ბავშვის ფოტოები დამირეპორტეს, ნაკრებთან გადაღებული..." - რას წერს ლაშა ბასლანძე?

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა თავისუფლების მოედნიდან წუხელ "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც მათთვის საზეიმო მიღება გაიმართა. ადგილიდან ფოტოებს აქვეყნებს პროდიუსერი ლაშა ბასლანძე. კადრებზე ფეხბურთელები და მისი შვილი არიან აღბეჭდილი.

მოგვიანებით ლაშამ დაწერა, რომ ნაკრების ბიჭებთან გადაღებული ფოტოები "დაურეპორტეს".

"გუშინ უკადრებელი იკადრეს და ბავშვის ფოტოები დამირეპორტეს, ნაკრებთან გადაღებული... აი ეს სიმდაბლე რომელიმე ბასლანძეს გააჩერებს თუ გონია ვინმეს მაგრად ცდება!

პირიქით უფრო გვაძლიერებს და უფრო მართალს ხდის ჩვენს დამოკიდებულებას უღმერთოების მიმართ! არ გაჩერდე საქართველო! როდის ყოფილა გასათელელი გზა მარტივი? ან ამ გზაზე სიარულის არჩევანი, წრუწუნების წკმუტუნით გადაეფიქრობენოს ვინმეს? რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! ეროვნული ნაკრებმა გვასწავლა თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ემოციები და იფიქრო ცივი გონებით… თუნდაც ასეთ მომენტებში როცა საქმე შვილის გაბრწყინებულ სულს ეხებოდეს… გვიყვარხარ საქართველო" - წერს ლაშა.

ნახეთ ასევე: