ავტორი:

დღეიდან მძღოლებს შეეძლებათ, შსს-ს თანხმობის გარეშე, მანქანის წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ

დღეიდან მძღოლებს შეეძლებათ, შსს-ს თანხმობის გარეშე, მანქანის წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე.

აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.

რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.