ავტორი:

"პალიტრა L-ის" დიდი ლიტერატურული ტურნე განახლებული ფორმატით 8 ივლისს აიღებს სტარტს

"პალიტრა L-ის" დიდი ლიტერატურული ტურნე განახლებული ფორმატით 8 ივლისს აიღებს სტარტს

„პალიტრა L-ის“ დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს თელავში დაიწყება და 19 აგვისტოს ბახმაროში დასრულდება. წელს ტურნე ქვეყნის მასშტაბით მკითხველს განახლებულ ფორმატსა და სიახლეებს შესთავაზებს.

სხვადასხვა ქალაქში ავტორებთან შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს იქნება მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხავს საკუთარ მხარეში. საერთო ჯამში წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ავტორებთან შეხვედრა 18 ქალაქში ჩატარდება. მოსული სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ! ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და "გადაიხადე, რამდენიც გინდა"

დიდ ლიტერატურულ ტურნეს უერთდება „პალიტრა L-ის“ პროექტი „მაკულიტერატურაც“. „მაკულიტერატურის" მანქანა საქართველოს 8 ქალაქს ეწვევა და მოსახლეობისგან მაკულატურას გაორმაგებულ ფასად ჩაიბარებს. სანაცვლოდ მკითხველები ადგილზე წარმოდგენილ ახალ წიგნებს მიიღებენ. 2 კგ. მაკულატურის ღირებულება 1 ლარია, გადასაცვლელი წიგნების კატალოგი კი ადგილზევე დახვდებათ.

დიდი ლიტერატურული ტურნე უკვე რამდენიმე წელია, ქვეყნის მასშტაბით მკითხველის საყვარელ ტრადიციად იქცა. შეხვედრების ფარგლებში, თანამედროვე ქართველი ავტორები ხვდებიან მკითხველებს, მათ ახალ გამოცემებს წარუდგენენ და დასმულ კითხვებს პასუხობენ. მეორე მხრივ, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, რჩეულ ავტორებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ, საყვარელ წიგნებზე კი ავტოგრაფები მიიღონ.

წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე გახლავთ ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ ტურნეში ჩაერთვებიან საბავშვო ავტორებიც. ტურნეს ფარგლებში ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობას შემოგვთავაზებენ. ამჯერად კი საბავშვო ავტორები: ლელა ცუცქირიძე, ვასო გულეური და ნინო ქადაგიძე ბავშვებს განსაკუთრებულ შეხვედრას უმზადებენ. პარალელურად, ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობებს ამზადებენ ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“ და „პალიტრა სტუდია“. ისინი სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი ლაღად და ბედნიერად იგრძნოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტივობები 18 ქალაქშია დაგეგმილი. უშუალოდ ავტორთან შეხვედრების განრიგი კი ასე გამოიყურება:

  • 9 ივლისი - თელავი;
  • 10 ივლისი - ყვარელი;
  • 19 ივლისი - სურამი;
  • 20 ივლისი - ბორჯომი;
  • 26 ივლისი - ქუთაისი;
  • 27 ივლისი - საირმე;
  • 15-16-17-18 აგვისტო - ბათუმი.

მოინიშნე თარიღი და არ გამოგრჩეს დიდი ლიტერატურული ზეიმი საკუთარ ქალაქში.

R