ავტორი:

ეკა მამალაძის შვილის საქორწილო წვეულება - თბილისური ბომონდი, პატარძლის ორიგინალური სამოსი და შთამბეჭდავი ცერემონია: როგორი ქორწილი ჰქონდა ცნობილ ბიზნეს ლედის, ფუფა გოგლიძეს?

ეკა მამალაძის შვილის საქორწილო წვეულება - თბილისური ბომონდი, პატარძლის ორიგინალური სამოსი და შთამბეჭდავი ცერემონია: როგორი ქორწილი ჰქონდა ცნობილ ბიზნეს ლედის, ფუფა გოგლიძეს?

ბიზნეს-სელებრითს, ცნობილი ოჯახის ასევე ცნობილ რძალს ფუფა გოგლიძეს დღეს ქორწილი აქვს. ეკა მამალაძის ვაჟმა, ლევანიკო საყვარელიძემ და ფუფა გოგლიძემ ჯვარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერეს, მაშინ საერთო შვილიც მონათლეს. დღეს კი, ხელისმოწერის ცერემონია გაიმართა.

ფუფა ქართული ბომონდის წვეულებების ყოველთვის სასურველი სტუმარია, ამიტომ მის ქორწილს ოჯახის წევრების გარდა, ცნობილი სახეებიც არ დაჰკლებია. ვერანდაზე ჩატარებულ ხელმოწერის ცერემონიას ფუფას დედამთილი ეკა მამალაძე ესწრებოდა, ასევე ცერემონიაზე იმყოფებოდა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძეც.

პატარძალმა არჩევანი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის სამოსზე გააკეთა - თავისი ცხოვრების გამორჩეულ დღეს, კაბაზე უარი თქვა და თეთრის ფერის შარვალი, ტოპი და ფატა მოირგო. ხელმოწერის დასრულების შემდეგ მოულოდნელად ქსოვრელები გამოჩნდნენ და პატარძალმა მათ ჰიტებზე მოილხინა.

საღამო დათუნა ალადაშვილის ჰანგებით გაგრძელდა.

ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ, მარინა ბერიძე, ია ფარულავა, თეონა ბაღდავაძე, სტეფანე, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, ეკა ხოფერია, მიშა გასიტაშვილი და სხვები.