ავტორი:

ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული ფესტივალი ლიზა ბათიაშვილმა და გიორგი გიგაშვილმა გახსნეს

ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული ფესტივალი ლიზა ბათიაშვილმა და გიორგი გიგაშვილმა გახსნეს

გერმანიაში, ელმაუს ისტორიულ სასახლეში ქართული მუსიკისა და კულინარიის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

გუშინ პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა. მენდელსონისა და ფრანკის ნაწარმოებებთან ერთად ლიზა ბათიაშვილმა და გიორგი გიგაშვილმა ვაჟა აზარაშვილისა და სოსო ბარდანაშვილის სავიოლინე პიესები შეასრულეს.

რამდენიმე საათში საფესტივალო სცენა სანდრო ნებიერიძესა და ნატალია ქუთათელაძეს უმასპინძლებს. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ფრანსუა ლელუ, ზურა და გიო გვანცელაძეები, ავი ავიტალი, ანსამბლი "რუსთავი".

ქართულ კულინარიას რესტორანი "მადლობა" (ბერლინი) წარმოადგენს.

ფესტივალი 7 ივლისამდე გაგრძელდება.

საერთაშორისო აღიარების ქართველ სოლისტებს ელმაუს სასახლეში არაერთი კონცერტი გაუმართავთ, თუმცა ასეთი მასშტაბით და ფესტივალის სტატუსით ქართული კულტურის წარმოჩენა პირველად ხდება. ელმაუს სასახლეს არაერთი ისტორიული შეხვრდრისთვის უმასპინძლია, მათ შორისაა დიდი ქვეყნების შვიდეულის პრეზიდენტების (G7) შეხვედრები.

R