ავტორი:

რიში სუნაკმა "ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა

რიში სუნაკმა "ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღიარა, რომ მისი "კონსერვატიული პარტია“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

რიში სუნაკის თქმით, მის პარტიას რთული ღამე ჰქონდა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, გააგრძელოს მათ სამსახურში ყოფნა.

რიში სუნაკის თქმით, "ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

  • "ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება", - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კეირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას.

"ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა კეირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების ოფიციალური დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, "ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.