ავტორი:

ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”: 60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები

ის არ ბერდება - მომნუსხველი ღიმილი, დახვეწილი ვარცხნილობა და “შეთანხმება ეშმაკთან”:  60 წლის ბრედ პიტის ახალი ფოტოები

ბრედ პიტმა საზოგადოება თავისი ახალგაზრდული იერით კვლავ გააოცა. ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის ფორმულა 1-ის გრან პრის წინასწარ ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც ინგლისში, ნორთჰემპტონში, გაიმართა.

60 წლის მსახიობი სილვერსტოუნის ტრასაზე იმყოფებოდა. პიტს ახალი ვარცხნილობა აქვს. ბოლო წლებში გრძელ თმას ატარებდა, თუმცა ახლა მკვეთრად განსხვავებული იმიჯი მოირგო და მოკლედ შეჭრილი თმით გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, ბრედს დახვეწილი მზის სათვალე და თავისი განთქმული, მომაჯადოებელი ღიმილიც ამშვენებდა. ახალი ვარცხნილობა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უნარს, მუდმივად განაახლოს საკუთარი სტილი და იმიჯი.

პიტი დეკემბერში 60 წლის გახდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას, "თითქოს, ეშმაკთან აქვს დადებული შეთანხმება".

მსახიობი ამჟამად ფორმულა 1-ის შესახებ ახალი, ჯერჯერობით უსახელო ფილმის გადაღებებში იღებს მონაწილეობას, რომელიც, Variety-ის ცნობით, Apple Original Films-ზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა. ფილმის რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკია და მასში ერთ-ერთ როლს ხავიერ ბარდემიც ასრულებს.

ბოლო პერიოდში, პიტი ფორმულა 1-ის არაერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა. გადაღებები სავარაუდოდ, ამ სეზონის რბოლებზე გაგრძელდება, მათ შორის - ბრიტანეთისა და აბუ დაბის გრან პრიზე. პიტი მთავარ როლს ითამაშებს და პროექტის თანაპროდიუსერი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ფორმულა 1-ს, ბრიტანული გრან-პრი სილვერსტოუნის ტრასაზე კვირას გაიმართება.

წყარო