ავტორი:

"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე

"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე

უკვე ერთი თვეა, რაც რუსული მედია ქართული წარმოშობის მომღერალ, გრიგორი ლეპსის შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი 43 წლით უმცროს ავრორა კიბაზეა შეყვარებული და მალე იქორწინებს.

18 წლის საპატარძლო აქამდე ლეპსთან ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს პოსტებით მიანიშნებდა, რომ გავლენიანი მამაკაცი ეტრფოდა - ხშირად აქვეყნებს ყვავილების თაიგულებს, ძვირადღირებულ სამკაულებსა და ბეჭდებს.

საბოლოოდ, კიბამ დუმილი დაარღვია და 43 წლით უფროს საქმროზე სკანდალური კომენტარი გააკეთა.

"არაერთხელ დამირეკეს ამ თემაზე და ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ ამას პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ. აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია. დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები და არ მჭირდება არავის ფული, დიდება და ა.შ.

კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს საერთოდ არ მაწუხებს. მეგობრებო, იმედს გაგიცრუებთ - შესანიშნავი თვითშეფასება მაქვს. მე არ ვარ "გრიგორი ლეპსის ახალი ინტრიგა“, მე არ ვარ მისთვის სარეზერვო ვარიანტი“, - თქვა ავრორამ.

მიუხედავად მცირე ასაკისა, კიბა ამბობს, რომ ის მზად არის სრულფასოვანი ოჯახის შესაქმნელად.

"მე მაქვს გარკვეული მიზნები ამ ცხოვრებაში და ერთ-ერთი მათგანი ოჯახია. ძლიერი, მეგობრული, ტრადიციული, როგორც მწუხარებაში, ისე სიხარულში... რა იქნება შემდეგ? ეს რომანია, თუ უბრალოდ პიარი? ამ კითხვაზე მხოლოდ ორი სიტყვით გიპასუხებთ, "დაელოდე და ვნახოთ“.

გრიგორი ლეპსმა 18 წლის საცოლე საზოგადოებას ოფიციალურად ერთ-ერთ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარუდგინა. მომღერალმა ჟურნალისტებს გოგონა თავის საცოლედ გააცნო, თუმცა თავად კიბას მაშინ ხმა არ ამოუღია.

წაიკითხეთ ასევე: